saqarTvelos qedebi - sabaduris qedi (samcxe-javaxetis mxare)

კოორდინატები 41°41`04` ჩ. გ. 43°15`03` ა. გ.

 

ქედი თრიალეთის ქედის დასავლეთი განშტოება. საბადურის ქედზეა მწვერვალები: საბადური (2359 მ), ოშორა (2607 მ), ორთათავი (2512 მ). აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-ქვიშაქვებით. ქედის სამხრეთი კალთა დასერილია მდინარე ოშორისა და მის შენაკადთა ხევ-ხეობებით. ქედის დიდი ნაწილი შემოსილია შერეული ფოთლოვანი ტყით, მცირე ნაწილი - სუბალპური და ალპური მდელოებით.